,,ქერჩის ხიდი უკანონო ობიექტია, საჭიროა მისი დემონტაჟი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  რომელიც რუსეთისა და  ოკუპირებულ ყირიმის დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი უკანონო ობიექტია და მის მშენებლობაზე ნებართვა უკრაინას არ გაუცია.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ეს უკრაინაა. ასე რომ, ეს ხიდი არის უკანონო ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა უკრაინას არ გაუცია. ის ზიანს აყენებს ნახევარკუნძულის ეკოლოგიას და საჭიროა მისი დემონტაჟი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ეს – მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

მსგავსი თემები