სარაკეტო თავდასხმა დონეცკზე – დაიღუპა სამი ადამიანი

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 13 ივლისს რუსებმა დონბასში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 1 ნიკოლაევკაში. კიდევ 5 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ.

მსგავსი თემები