,,არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს”- სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სრულ ძალაუფლებას არ იყენებს. ზურაბიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ორი წელია  პოლიტიკიდან დისტანცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

,,დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს თუ არა გარკვეულ ძალაუფლებას? ალბათ, ვიტყოდი, რომ კი. იყენებს სრულ ძალაუფლებას? ალბათ, ვიტყოდი, რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი წელია ის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები