,,რუსეთი ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებას ფოთის გავლით გეგმავს”- Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტიორები საქართველოს პორტს ბულგარეთში ექსპორტისთვის გამოიყენებენ.

გამოცემის ცნობით, ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო,ექსპორტიორები თხევადი ნავთობის გაზის მიწოდებას ბულგარეთში საქართველოს შავი ზღვის პორტის ფოთის გავლით ივლისში დაიწყებენ.

“LPG (თხევადი ნავთობის გაზი) მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით. LPG სარკინიგზო გადაზიდვები სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთში დაახლოებით 50%-ით აღემატება ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდების ფასს, სარკინიგზო მარშრუტი სურგუთიდან ფოთამდე ღირს დაახლოებით $260-280 ტონაზე, ხოლო ბორანი ფოთსა და ვარნას შორის $130-150. ტონაზე”- ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.

 

მსგავსი თემები