გერმანია უკრაინას საბრძოლო მასალებს და შეიარაღებას გადასცემს

გერმანია უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც გერმანიის მთავრობა იუწყება, უკრაინას შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, საწვავს, სამედიცინო საშუალებებს, აღჭურვილობას, კარვებს და სხვა ტექნიკას გადასცემენ.

არსებული ინფორმაციით,  იგეგმება სამი თვითმავალი ჰაუბიცას Panzerhaubitze, 43 სადაზვერვო დრონის, 54 ჯავშანტრანსპორტიორის M113, Gepard-ის ტიპის 30 თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო საზენიტო დანადგარის, MARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემის და სხვა შეიარაღების გადაცემა.

ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა: Panzerfaust-3-ის სამი ათასს ერთეული 900 გამშვები დანადგარით, 14 900-ს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, STINGER-ის 500 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 2 700 საზენიტო-სარაკეტო კომპლექი „სტრელას“, შვიდ თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze-ს, 21,8 მილიონ ტყვიას, 50 ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტა, 100 ტყვიამფრქვევი და 100 ათასი ხელყუმბარა.

მსგავსი თემები