რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 346 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 346 ბავშვი დაიღუპა, 645-ზე მეტი კი დაშავდა.

მათივე  ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -346, ხარკოვის ოლქში – 186, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31.

შეგახსენებთ, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები