,,რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველასთვის მსოფლიოში, მათ შორის, ყველა ინტელექტუალური ადამიანისთვის რუსეთშიც – ცხადია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

ამასთან ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია იარაღის და პარტნიორებისგან მიღებული სხვა შეიარაღების დროულად მიღებაზე.

„რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა. სამყარო უარს ამბობს მასთან კავშირზე. სიტყვები „ჩამოშლა“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ არის ის, რაც აღწერს რუსეთის ცხოვრებას მანამდე, ვიდრე ამ სახელმწიფოს სურს, იყოს ტერორისტული სახელმწიფო. მათ 35 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს და ეს ჯერ კიდევ კონსერვატიული შეფასებაა. და რისთვის არის ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ გიჟმა პროპაგანდისტებმა სადღაც ეთერში აჩვენონ რუსული ან საბჭოთა ბანერი ნანგრევებზე… სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ყველასთვის მსოფლიოში – და დარწმუნებული ვარ, ყველა ინტელექტუალური ადამიანისთვის თვით რუსეთში – ცხადია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს არის, სამწუხაროდ, იმ ზარალის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, პირველ რიგში, ადამიანების ზარალს. ეს არის თანამედროვე იარაღის საკითხი, რომელიც უნდა მივიღოთ და აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები