,,უკრაინა არაფერს თმობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული არმია ლისიჩანსკს ტოვებს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს დანებებას არ ნიშნავს.

,,თუ ჩვენი არმიის სარდლობას უკან გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა აქვს, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მიწოდების გაზრდის წყალობით.

უკრაინა არაფერს არ თმობს. და როცა ვინმე იქ მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ – დაე, გაიხსენოს მათი მოხსენებები და დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამაში. რადგან მათი ამჟამინდელი ანგარიშები ისევე გადაიქცევა მტვრად, როგორც წინა. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ – ხარკოვის რაიონში, ხერსონის რაიონში და ზღვაზე: ზმეინი ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები