მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეები გააქტიურდნენ

მთავრობის კანცელარიის ცენტრალურ შესასვლელთან, საიდანაც მთავრობის წევრები შედიან, ხმაურია, აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ კანცელარიის შესასვლელი. აქვთ საყვირები, დასარტყამი ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ხმაურობენ, რომ ხმა გააგონონ მთავრობის წევრებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფოს ეკიპაჟები.

მათი მოთხოვნა უცვლელია – პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომა.

მსგავსი თემები