დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამხედრო დახმარება მოიცავს მოდერნიზებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს და  ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას.

,,რადგან პუტინი ვერ ახერხებს იმ მიზნების მიღწევას, რასაც ელოდა და რისი იმედიც ჰქონდა, და ამ ომის ამაოება ყველასთვის ნათელი ხდება, მისი თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სულ უფრო ბარბაროსულია. დიდი ბრიტანეთის იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნა ცვლის უკრაინის თავდაცვას ამ თავდასხმისგან”,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ოთხშაბათს , ნატო-ს მადრიდის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ მეტი დახმარება,  რადგან უკრაინის თავდაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია .

,,რუსეთი კვლავ იღებს მილიარდებს ყოველდღე და ხარჯავს მათ ომში. ჩვენ გვაქვს მრავალმილიარდიანი დეფიციტი, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი ამის დასაფარად,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები