ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 600 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  24 თებერვლიდან 30 ივნისამდე,  უკრაინაში დაახლოებით 35 600 რუსი სამხედრო მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 35 600; ტანკი – 1 573; ჯავშანტექნიკა – 3 726; საარტილერიო სისტემა – 790; სარაკეტო სისტემა – 246; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 104; თვითმფრინავები – 217; ვერტმფრენი – 185; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 641; საკრუიზო რაკეტები – 143; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 602; გემი/ნავი/კატარღა – 14; სპეციალური აღჭურვილობა – 61.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდს.

მსგავსი თემები