,,რუსებს უდიდესი სენი სჭირთ, გადაჭარბებული ამბიციები აქვთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსებს გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსებს უკრაინელი ხალხის მიმართ უპატივცემულობის, დაპყრობის და საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი სჭირთ.

,,გულწრფელად ვამბობ, არ ვიცი რა ხდება ვლადიმირ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ რუსებს, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, დაპყრობის სენი, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი, რომლებიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს. მეჩვენება, რომ ეს ძალიან რთული მომენტია და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დაავადება არ არის”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში  ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის მნიშვნელობასა და  ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე  ისაუბრა.

მსგავსი თემები