ოკუპირებული აფხაზეთი ჯო ბაიდენს სანქციებს უწესებს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციებს უწესებს. კერძოდ, ჯო ბაიდენი ოკუპირებულ აფხაზეთში ტაქსით გადაადგილებას ვეღარ შეძლებს.

ტაქსის კომპანიის “ა-ტაქსის” ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია არ აპირებს მოემსახუროს იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.

სანქცირებულ პირთა შორის ყაზახეთის პრეზიდენტიც მოხვდა.

მსგავსი თემები