,,უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონის გამოყოფას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს.

“უაღრესად ვაფასებთ  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც  ქვეყნის და მთელი  ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს”,- აღნიშნავს პრემიერი.

ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

მსგავსი თემები