,,საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლებაა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერი პუტინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საბოლოო მიზანი,  დონბასის გათავისუფლებაა. მისი თქმით, ,,სამხედრო ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„საბოლოო მიზანი – ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,”- აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინის განცხადებით, ომის დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.

„არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და მე არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები