„ელენე ხოშტარიას რუსეთიდან თანხები ერიცხება, მილიონობით რუბლი“ – ირაკლი კობახიძე

„იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილ წევრზე, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიაზე.

„წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხვოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში.  წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს, მეორე მხრივ, ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. დამატებითი კითხვები მიჩნდება, ხომ არ აქვს მაგალითად, ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია? იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მსგავსი თემები