„ჯერ არ დამდგარა დრო, ვისაუბროთ ომის დასრულებაზე“ – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც რამდენჯერმე შეხვდა, ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და უკრაინაშიც ჩავიდა, აცხადებს, რომ ომი ჯერ არ სრულდება. როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ ვერ დაარწმუნა კომპრომისისთვის

„ჯერ არ არის მზად დათმობაზე წასასვლელად. უკრაინელები კი გმირულად ეწინააღმდეგებიან და მზად რაიმე მოლაპარაკებისა და კომპრომისისთვის.  ჯერ, რუსეთის მხრიდან,  არ დამდგარა მომენტი, რომ ვისაუბროთ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე. რუსეთის პრეზიდენტმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო. უკრაინა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ჩვენ ვეხმარებით მას“ – აღნიშნავს მაკრონი.

 

მსგავსი თემები