,,ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი”- რომან გოცირიძე

ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი და მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით,”- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მუქარის შემცვლელია და შანტაჟის ენით საუბარი ევროპასთან, ამერიკასთან და ქართველ ხალხთან არ შეიძლება.

,,აგონიაში არიან, მთელი ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად არის მიმართული, მათი ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, ღარიბაშვილის განცხადება, რომ ფარდას ახდის რაღაცას, არის შანტაჟი, ეს არის მუქარა, რომ ქვეყანას წაიყვანენ რუსეთის მიმართულებით, ნურას უკაცრავად, ორბიტის შეცვლის უფლებას არ მოგცემთ ქართველი ხალხი. ამ შანტაჟის ენით ეს ჭია- ღუები სხვანაირად ვერ ვიტყვი, ეს პაიკები ვერ დაელაპარაკებიან ვერც ევროპას, ვერც ამერიკას და ვერც ქართველ ხალხს. ეს არის სასაცილო მუქარა მათი მხრიდან, რომლისაც არავის ეშინია,”- აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი თემები