„ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევს.

„ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს. მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართველს ხალხს.

„როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები