,,თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობა ტოლფასი იქნება და ეს პუტინის აგრესიას არ დაასრულებს.

„უკრაინელები ვერ იღებენ იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან – ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები.მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე,”- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

მსგავსი თემები