აშშ უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას აპირებს

აშშ უკრაინისთვის MQ-1C Gray Eagle ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს, რომლებსაც Hellfire-ის რაკეტებით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს. არსებული ცნობით, შესაძლოა საფრენი აპარატების რეალიზაციას კონგრესმა ხელი შეუშალოს.

უკრაინა უკვე იყენებს  შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო დრონებს, მათ შორის „ბაირაქტარს“ და „აეროვაირონმენტს“.  MQ-1C Gray Eagle-ს სხვა   უპილოტო დრონებისგან განსხვავებით, სამჯერ მეტი წონის გადაზიდვა და დიდი მოცულობით სადაზვერვო მონაცემების შეგროვება შეუძლია.

მსგავსი თემები