დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

ადვოკატის ინფორმაციით,  იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას პროცესზე დასწრების საშუალებას არ აძლევს, დღევანდელი სასამართლო, სავარაუდოდ, გადაიდება.

ამჟამად ვიმყოფებით მის მიერ ჩვენების განმარტების ეტაპზე, ამიტომ, დიდი ალბათობით ეს პროცესი გადაიდება და გაგრძელდება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა მისივე სასამართლო პროცესებში. გასამართლება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის არის სამართლებრივი და პოლიტიკური აბსურდი. ამას ადასტურებს ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები