,,თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ამბიციების დასასრული”- ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო და მიმდინარე კონფლიქტზე ევროპის საპასუხო სანქციებზე ისაუბრა.

,,ჩემი მიზანია შევაჩერო შემდგომი კატასტროფა, მათ შორის ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული. კატასტროფის ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ ამ დახმარების ბუნება დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე,” – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

მსგავსი თემები