,,რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში ვიზიტისას, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმო. მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

,,რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის უკრაინაში ამ სასტიკი ომის გამო”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ტოკიოში სამიტს ასევე ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირს სურს გახდეს უფრო მსხვილი აქტორი აზიაში. მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა რუსეთთან ბრძოლაში, ისეთ საკითხებში როგორიცაა ენერგეტიკა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ ევროპას არ ეხება, არამედ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, მათ შორის აზიაში, რაც არ უნდა იქნას შეწყნარებული,”- აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

მსგავსი თემები