,,ნატოს ღია კარი ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება”- ნედ პრაისი

,,ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება,” – აღნიშნული კომენტარი,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე გააკეთა.

მედიის წარმომადგენელმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხა, იტყვის თუ არა აშშ უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით. ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვას მკაფიო პასუხი გასცა.

„ორი სხვადასხვა საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება,“ – განაცხადა ნედ  პრაისმა.

მსგავსი თემები