აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს მიმდინარე ოკუპაციით – მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მსგავსი თემები