რუსეთი „არამეგობარ ქვეყნებს“ სამაგიეროს უხდის. ამჯერად, მან ჯავრი იაპონიასა და ნორვეგიაზე იყარა და 8 იაპონელი და 3 ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი მოსკოვში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 8 დიპლომატმა ქვეყანა 10 მაისამდე უნდა დატოვოს.
რაც შეეხება დიპლომატების გაძევების მიზეზს, ეს სამაგიეროს გადახდაა. კერძოდ, იაპონიამ, ადრე, ქვეყნა 8 რუს დიპლომატს დაატოვებინა.
ანალოგიური მოხდა ნორვეგიასთან დაკავშირებითაც.