საქართველოს მოსახლეობის 88% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა   

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 74% ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ემხრობა, 14% კი ნაწილობრივ.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 6% ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება, ხოლო ნაწილობრივ – 4%.

რაც შეეხება ალიანსის წევრობას, ნატო-ში გაწევრიანებას სრულად გამოკითხული მოსახლეობის 60% უჭერს მხარს; ნაწილობრივ კი  15%.

 

მსგავსი თემები