პატრიარქი, კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილი – გამოკითხულთა რეიტინგის სამეული

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” (IRI) კვლევა ჩაატარა რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, გამოკითხულთა პასუხებიდან, რეიტინგული ადამიანების სამეული შემდეგია: პატრიარქი, თბილისის მერი და საქართველოს პრეზიდენტი.

გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% – თბილისის მერის მიმართ და 52% –  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი , (47%-ით). ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უარყოფითად 48%-ია განწყობილი.

მეხუთე ადგილზე, 46%-ით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა.

მეექვსეზე – ანა დოლიძე (44%-ით);

მეშვიდე – გიორგი გახარია (40%-ით);

მერვე – დავით უსუფაშვილი (39%);

მეცხრე – ელენე ხოშტარია (39%);

მეათე – ირაკლი კობახიძე (38%).

მსგავსი თემები