ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა

რუსეთის მხრიდან „არამეგობარ“ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას თეთრ სახლში აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ენერგორესურსების იარაღად გადაქცევას ნიშნავს. როგორც პრესსპიკერი განმარტავს, ევროპას გაზის მიწოდება არ უნდა შეუწყდეს.

„სამწუხაროდ, ეს არის იმ ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურსების ფაქტობრივად იარაღად გადაქცევა, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთს შესაძლოა ამ კონფლიქტში განეხორციელებინა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ევროპასთან, მათ შორის,  ამ ქვეყნებთან. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლონეთსა და ბულგარეთის ლიდერებთან. უკვე  თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირება განვახორციელოთ“,- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა „არამეგობარ“ პოლონეთსა და ბულგარეთს, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთთან რუბლით ვაჭრობაზე, დღეს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

დღეს, რუსეთი ორ „არამეგობარ ქვეყანას“ გაზს მიწოდებას შეუწყვეტს

მსგავსი თემები