ევროკომისია უკრაინას ექსპორტზე ყველა გადასახადს მოუხსნის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, როგოც პრეზიდენტო აცხადებს, უკრაინა საექსპორტო გადასახადებისგან თავისუფლდება.

„ევროკომისია უკრაინას ექსპორტის ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა“ – აცხადებს ზელენსკი.

მისი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები უკრაინის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას და ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა. ამ წინადადების დეტალები ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე, ამ ნაბიჯისთვის პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის მადლობელი ვარ. ეს მოგვცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა, ჩვენი ეროვნული წარმოება შევინარჩუნოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები