ისანში „დირსის“ კორპუსში მკვლელობა მოხდა, დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი

ისანში, “დირსის” დასახლებაში მეზობლებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთმა თავდამსხმელმა კი ცივი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა და მიიმალა. 4-დან ერთი დაჭრილი, მოზარდი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავდამსხმელი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაკავების ოპერაცია.

დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორისაა მამა-შვილი. დაჭრილები ინგოროყვას კლინიკასა და „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ერთი დაჭრილი სწორედ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი თემები