მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ – უკრაინის დელეგაცია ბელორუსიის საზღვრისკენ მიემართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესი იწყება. უკრაინის მხარემ დაადასტურა, რომ შეხვედრა მდინარე პრიპიატთან გაიმართება. ​ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ შეხვედრის ადგილზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება“, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები