იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ტოკიო უერთდება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და კანადას გადაწყვეტილებას რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT -ის სისტემაზე წვდომის ბლოკირების შესახებ.

იაპონური მედიის ინფორმაციით, კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია სანქციებს დაუწესებს რუს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იაპონია უკრაინისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსიმასა ხაიასი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამ თემაზე მოლაპარაკებას გამართავს.

მსგავსი თემები