„გადადექი და მე გადმოვდგები“ გეგმა – არაფერი საერთო აქვს   ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ – სალომე ზურაბიშვილი

საქარველოს პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ამ ყველაფერს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან საერთო არაფერი აქვს. „ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო), თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( „თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა), თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები“ გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების…

მეტი...

„დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“ – შოთა დიღმელაშვილი

აქციის ორგანიზატორები ღამის გათენებას პარლამენტთან აპირებენ. დილით კი მთავრობის კანცელარიასთან აპირებენ მისვლას, რომელსაც „ქაჯეთის ციხეს“ უწოდებენ. აღნიშნული გზავნილი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა. „შემდეგი ნაბიჯი ჩვენი გეგმის არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად წყნარად გავატაროთ. იქნება თავშესაქცევები. ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ჩვენს მეგობრებს, ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენს დასაცავად არის მოსული. ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით, მაგრამ რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამიტომ, დილით ჩვენ ყველანი წავალთ…

მეტი...

სტუდენტებისთვის აქციის ორგანიზატორების გეგმა გაუგებარია  

სტუდენტები, რომლებიც პარლამენტის წინა აქციას – „შინ ევროპისკენ“ შეუერთდნენ აცხადებენ, რომ მათთვის აქციის ორგანიზატორების გეგმა გაუგებარი და უცნობია. აქციაში სტუდენტები 17 უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, აქციას გულწრფელად შეუერთდნენ და მათი არჩევანი ევროპაა, თუმცა ორგანიზატორებისგან გეგმა მოითხოვეს, რას აკეთებენ აქციის შემდეგ, მაგრა ამ დრომდე ვერაფერი გაიგეს. „კომუნიკაციის ნაკლებობაა. სტუდენტებმა აქციის ორგანიზატ0რებისგამ გეგმა მოვითხოვეთ, რომ ვიცოდეთ როგორ ვმოქმედებთ და რას ვაკეთებთ თუმცა, გაჟღერდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომ დაიძრნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. ამის იქით რა ხდება, ჩვენთვის უცნობია, ჩვენ ვრჩებით პარლამენტთან და ველოდებით გეგმას, რომ მოსახლეობა იცოდნენ შემდგომი ქმედებები“ – აცხადებენ სტუდენტები.…

მეტი...

გიორგი მშვენიერაძე 3 000 კაცს ითხოვს, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა გამოსვლელმა და ორგანიზატორმა, კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის პირველი ნაბიჯი გააჟღერა და 3 000 მომიტინგე მოითხოვა. „პირველი ნაბიჯი –  გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება მივიდეს პირველ სიმბოლოსთან. პირველი სიმბოლო არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან 3 000 ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში არ გადადგას ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება“ – განაცხადა მშვენიერაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.…

მეტი...

აქციაზე – „შინ ევროპისკენ,“ მიხეილ სააკაშვილის პლაკატებიც გამოჩნდა

პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პარიმტობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ისმის შეძახილი აქციაზე. ისინი მოითხოვენ, აქციაზე გაჟღერდეს მოწოდება, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დღესვე გაათავისუფლოს, „გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ყველა პოლიტპატიმარი და მერე დავიწყოთ ლაპარაკი დროებით მთავრობაზე, სხვა შემთხვევაში ხალხი არ დავშალოთ“ – აცხადებენ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები.  

მეტი...

„გამოვიყენებთ წინააღმდეგობის მთელ არსენალს“ – აქციის მონაწილეები მთავრობას ვადას 24:00 საათამდე აძლევენ

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ღამის 12 საათამდე მთავრობა არ გადადგება, წინააღმდეგობის სხვა ფაზაზე გადავლენ. „მთავრობას შეწუხება ელოდება. უნდა გამოვიყენოთ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთელი არსენალი. მათ შორისაა ყველგან დისკომფორტის შექმნა. სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ ღამის 12 საათის შემდეგ, რაც ამოიწირება ულომატიმის ვადა. ჩვენი მოთხოვნაა ეროვნული მთავრობა და ველით შემხვედრ ნაბიჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავდივართ წინააღმდეგობის სხვა ფაზაში, ადამიანები აქ დარჩებიან’  -აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. აქციაზე ასევე ისმის შეძახილი “თავისუფლება მიშას”.  

მეტი...

„B4 და B5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი“ – მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს და ამის იმით ხსნის, რომ  ინფიცირების შემთხვევები მზარდია. „კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვანია, ან ერთი და ორი შემთხვევა.  ჰოსპიტალიზაცია კი ყოველდღიური 15-20-ის ფარგლებშია, მეტი არა, ანუ ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.  შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს – ეს არის იმუნური ფენის ზრდა, ანუ ვაქცინაციის მაღალი იმუნური ფენა იყოს ქვეყანაში, ასე შევხვდეთ შემოდგომას და გავაუმჯობესოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი. B4 და B5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი“, იქნება პირველი თუ მეორე ბუსტერი. მოგეხსენება, რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეორე „ბუსტერი“ 50…

მეტი...

აქცია „შინ ევროპისთვის“ დაიწყო  

რუსთაველის გამზირზე, აქციის – „შინ ევროპისკენ“ იკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება პარალიზებულია. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პლაკატებითა და შეძახილებით უერთდებიან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები აჟღერებენ პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. ამ მოთხოვნას კი იმით ხსნიან, რომ მთავრობა 12 პუნქტიანი „საშინაო დავალების“ შესასრულებლად არაფერს აკეთებს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც უერთდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იzრდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ძირითადად, B1 და B5 შტამი ვრცელდება. „ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა გვაქვს. ეს ხდება მსოფლიოს დაახლოებით, 110 და ევროპის 38 ქვეყანაში. დილის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 700 000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც ნიშანია მატების, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ B4 და B5 შტამი ცირკულირებს, რომელიც ნაკლები აგრესიულობითა და უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება. ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა ჩვენთან იზრდება, გაორმაგებულია ყოველკვირეული ახალი შემთხვევის რაოდენობა, ეს არ ეტყობა და არ არის…

მეტი...

„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც ნატო-ს წევრობისას“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. როგორც ოლაფ შოლცი განმარტავს, ეს გარანტიები ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს წევრობის შემთხვევაში იქნებოდა. „ახლო მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს.  ეს არის უწყვეტი პროცესი. თუმცა, ცხადია, რომ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა.  რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ასევე დავიცავთ ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის მსგავს ადგილებს ჩვენი ჯარებით. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. მაგალითად, ნებისმიერ დროს სანქციების აღდგენის მზადყოფნა, რომელიც თავის როლს თამაშობს“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

ელჩები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობას იხდიან

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებს დაესწრნენ, კმაყოფილები არიან, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. როგორც ელჩები აღნიშნავენ, ეს უკვე მოსალოცია. „გასაოცარი პრაიდის კვირეული. ვულოცავ “თბილისი პრაიდს” 3 ჩინებულ ღონისძიებას: ამაღელვებელ ფილმს, საინტერესო ლექციას და სადღესასწაულო საღამოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით. ვულოცავ სამართალდამცავებს, რომლებთანაც ბევრი ინტერაქცია გვქონდა, ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად. დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ყველას, მათ შორის ლგბტ+ ადამიანების უფლებების პატივისცემა, ჩვენთვის პრიორიტეტია”, – აცხადებს  საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი. მსგავსი…

მეტი...

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთში არეულობა გრძელდება. ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა თითქმის გათიშულია. უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დემონსტრანტები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს. აქციის მონაწილეები სამთავრობო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, რის გამოც საპროტესტო აქციის დაშალეს, მომიტინგეები კი დააკავეს. მთავრობა მომხდარს ხელისუფლების მიტაცების მცდელობად აფასებს. ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. დაიხურა საზღვარი ავტონომიურ რეგიონთან.  

მეტი...

უკრაინაში საცხოვრებლის გარეშე 800 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა

უკრაინული მხარის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი დაკარგა. ეს ყველაფერი კი მთლიანად ოკუპანტებმა გაანადგურეს. უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლის, ოლენა შულიაკის განცხადებით, 220 ათასი უკრაინელს ოფიციალური განაცხადი არსებობს, რომ მათი საცხოვრებელი განადგურებულია. „ამ განადგურებულ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 800 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს. ისინი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. სარეზერვო ფონდიდან ხელისუფლებამ 1,4 მილიარდი გრივნა გამოყო, რისი აღდგენაც შეიძლება, რომ აღდგეს“ – აცხადებს შულიაკი.  

მეტი...

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, 2 610 ქალაქი და სოფელი ოკუპანტების ხელში რჩება

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქებს და სოფლებზე საუბრობს. როგორც ზელენსკი აცხადებს, 1 027 ქალაქი და სოფელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, 2 610 კი  ოკუპაციის ქვეშაა. „ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს, არამედ შევქმნათ ახალი საფუძველი ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. საჭიროა უზარმაზარი ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო, ათი ოლქის ტერიტორია დაზარალდა. ამ დროის განმავლობაში 1 027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება მოხერხდა, 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ…

მეტი...