კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იzრდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ძირითადად, B1 და B5 შტამი ვრცელდება.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობის ზრდა გვაქვს. ეს ხდება მსოფლიოს დაახლოებით, 110 და ევროპის 38 ქვეყანაში. დილის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 700 000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც ნიშანია მატების, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ B4 და B5 შტამი ცირკულირებს, რომელიც ნაკლები აგრესიულობითა და უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება. ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა ჩვენთან იზრდება, გაორმაგებულია ყოველკვირეული ახალი შემთხვევის რაოდენობა, ეს არ ეტყობა და არ არის დატვირთული ჯანდაცვის სექტორზე, ანუ არ იმატებს ჰოსპიტალიზაცია და არ იმატებს სიკვდილიანობა“ – აღნიშნა გამყრელიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები