ელჩები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობას იხდიან

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებს დაესწრნენ, კმაყოფილები არიან, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. როგორც ელჩები აღნიშნავენ, ეს უკვე მოსალოცია.

„გასაოცარი პრაიდის კვირეული. ვულოცავ “თბილისი პრაიდს” 3 ჩინებულ ღონისძიებას: ამაღელვებელ ფილმს, საინტერესო ლექციას და სადღესასწაულო საღამოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით. ვულოცავ სამართალდამცავებს, რომლებთანაც ბევრი ინტერაქცია გვქონდა, ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად. დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ყველას, მათ შორის ლგბტ+ ადამიანების უფლებების პატივისცემა, ჩვენთვის პრიორიტეტია”, – აცხადებს  საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

მსგავსი შინაარსის წერილებს აქვეყნებენ სხვა ელჩებიც. როგორც ნიდერლანდების ელჩი აღნიშნავს, თანაბარი უფლებები საზეიმოა.

„ვზეიმობთ თანაბარ უფლებებს ყველასთვის, ვზეიმობთ “თბილისი პრაიდსა” და მის დაგვირგვინებას. ვულოცავ ღონისძიების ორგანიზატორებსა და “თბილისი პრაიდის” გუნდს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის”, – ასეთია ელჩის შეფასება.

წერილს აქვეყნებენ: ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდერსენი; გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი; ისრაელის ელჩი რან გიდონი და სხვები.

 

მსგავსი თემები