„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც ნატო-ს წევრობისას“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. როგორც ოლაფ შოლცი განმარტავს, ეს გარანტიები ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს წევრობის შემთხვევაში იქნებოდა.

„ახლო მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს.  ეს არის უწყვეტი პროცესი. თუმცა, ცხადია, რომ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა.  რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ასევე დავიცავთ ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის მსგავს ადგილებს ჩვენი ჯარებით. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. მაგალითად, ნებისმიერ დროს სანქციების აღდგენის მზადყოფნა, რომელიც თავის როლს თამაშობს“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები