უკრაინაში საცხოვრებლის გარეშე 800 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა

უკრაინული მხარის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი დაკარგა. ეს ყველაფერი კი მთლიანად ოკუპანტებმა გაანადგურეს.

უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლის, ოლენა შულიაკის განცხადებით, 220 ათასი უკრაინელს ოფიციალური განაცხადი არსებობს, რომ მათი საცხოვრებელი განადგურებულია.

„ამ განადგურებულ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 800 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს. ისინი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. სარეზერვო ფონდიდან ხელისუფლებამ 1,4 მილიარდი გრივნა გამოყო, რისი აღდგენაც შეიძლება, რომ აღდგეს“ – აცხადებს შულიაკი.

 

მსგავსი თემები