უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთში არეულობა გრძელდება. ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა თითქმის გათიშულია. უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დემონსტრანტები საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთიდან რეფერენდუმით გასვლის უფლებას კარგავს. აქციის მონაწილეები სამთავრობო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, რის გამოც საპროტესტო აქციის დაშალეს, მომიტინგეები კი დააკავეს.

მთავრობა მომხდარს ხელისუფლების მიტაცების მცდელობად აფასებს.

ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. დაიხურა საზღვარი ავტონომიურ რეგიონთან.

 

მსგავსი თემები