„გამოვიყენებთ წინააღმდეგობის მთელ არსენალს“ – აქციის მონაწილეები მთავრობას ვადას 24:00 საათამდე აძლევენ

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ღამის 12 საათამდე მთავრობა არ გადადგება, წინააღმდეგობის სხვა ფაზაზე გადავლენ.

„მთავრობას შეწუხება ელოდება. უნდა გამოვიყენოთ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთელი არსენალი. მათ შორისაა ყველგან დისკომფორტის შექმნა. სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ ღამის 12 საათის შემდეგ, რაც ამოიწირება ულომატიმის ვადა. ჩვენი მოთხოვნაა ეროვნული მთავრობა და ველით შემხვედრ ნაბიჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავდივართ წინააღმდეგობის სხვა ფაზაში, ადამიანები აქ დარჩებიან’  -აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

აქციაზე ასევე ისმის შეძახილი “თავისუფლება მიშას”.

 

მსგავსი თემები