გიორგი მშვენიერაძე 3 000 კაცს ითხოვს, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა გამოსვლელმა და ორგანიზატორმა, კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის პირველი ნაბიჯი გააჟღერა და 3 000 მომიტინგე მოითხოვა.

„პირველი ნაბიჯი –  გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება მივიდეს პირველ სიმბოლოსთან. პირველი სიმბოლო არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან 3 000 ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო საათებში არ გადადგას ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება“ – განაცხადა მშვენიერაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობა უკვე დაიძრა. მსვლელობის მონაწილეები “სკანდირებენ” – გადადექი… გადადექი!

 

მსგავსი თემები