„B4 და B5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი“ – მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს და ამის იმით ხსნის, რომ  ინფიცირების შემთხვევები მზარდია.

„კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვანია, ან ერთი და ორი შემთხვევა.  ჰოსპიტალიზაცია კი ყოველდღიური 15-20-ის ფარგლებშია, მეტი არა, ანუ ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.  შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს – ეს არის იმუნური ფენის ზრდა, ანუ ვაქცინაციის მაღალი იმუნური ფენა იყოს ქვეყანაში, ასე შევხვდეთ შემოდგომას და გავაუმჯობესოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი. B4 და B5 შტამზე კარგად მოქმედებს „ბუსტერი“, იქნება პირველი თუ მეორე ბუსტერი. მოგეხსენება, რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მეორე „ბუსტერი“ 50 წლის ზემოთ არის დაშვებული. გართულებები სწორედ ამ ასაკზე მოდის, ვთხოვ, ვისაც აქვს ერთი „ბუსტერი“ გაკეთებული გაიკეთონ მეორე, ხოლო ვინც არ არის აცრილი, მიბრძანდნენ და აიცრან“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები