აქცია „შინ ევროპისთვის“ დაიწყო  

რუსთაველის გამზირზე, აქციის – „შინ ევროპისკენ“ იკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება პარალიზებულია. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პლაკატებითა და შეძახილებით უერთდებიან.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები აჟღერებენ პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. ამ მოთხოვნას კი იმით ხსნიან, რომ მთავრობა 12 პუნქტიანი „საშინაო დავალების“ შესასრულებლად არაფერს აკეთებს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც უერთდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი თემები