პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, 2 610 ქალაქი და სოფელი ოკუპანტების ხელში რჩება

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქებს და სოფლებზე საუბრობს. როგორც ზელენსკი აცხადებს, 1 027 ქალაქი და სოფელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, 2 610 კი  ოკუპაციის ქვეშაა.

„ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს, არამედ შევქმნათ ახალი საფუძველი ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. საჭიროა უზარმაზარი ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო, ათი ოლქის ტერიტორია დაზარალდა. ამ დროის განმავლობაში 1 027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება მოხერხდა, 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მათ უმეტესობას აღდგენა სჭირდება“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები