აქციაზე – „შინ ევროპისკენ,“ მიხეილ სააკაშვილის პლაკატებიც გამოჩნდა

პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პარიმტობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ისმის შეძახილი აქციაზე. ისინი მოითხოვენ, აქციაზე გაჟღერდეს მოწოდება, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დღესვე გაათავისუფლოს,

„გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ყველა პოლიტპატიმარი და მერე დავიწყოთ ლაპარაკი დროებით მთავრობაზე, სხვა შემთხვევაში ხალხი არ დავშალოთ“ – აცხადებენ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები.

 

მსგავსი თემები