სტუდენტებისთვის აქციის ორგანიზატორების გეგმა გაუგებარია  

სტუდენტები, რომლებიც პარლამენტის წინა აქციას – „შინ ევროპისკენ“ შეუერთდნენ აცხადებენ, რომ მათთვის აქციის ორგანიზატორების გეგმა გაუგებარი და უცნობია.

აქციაში სტუდენტები 17 უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, აქციას გულწრფელად შეუერთდნენ და მათი არჩევანი ევროპაა, თუმცა ორგანიზატორებისგან გეგმა მოითხოვეს, რას აკეთებენ აქციის შემდეგ, მაგრა ამ დრომდე ვერაფერი გაიგეს.

„კომუნიკაციის ნაკლებობაა. სტუდენტებმა აქციის ორგანიზატ0რებისგამ გეგმა მოვითხოვეთ, რომ ვიცოდეთ როგორ ვმოქმედებთ და რას ვაკეთებთ თუმცა, გაჟღერდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომ დაიძრნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. ამის იქით რა ხდება, ჩვენთვის უცნობია, ჩვენ ვრჩებით პარლამენტთან და ველოდებით გეგმას, რომ მოსახლეობა იცოდნენ შემდგომი ქმედებები“ – აცხადებენ სტუდენტები.

შეგახსნებთ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.

მსგავსი თემები