საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პირველად დასკვნას შაბათს გააკეთებს

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად მოკლული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით, ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, დეპუტატების კითხვებს თბილისის პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა, კახაბერ სირაძემ  უპასუხეს. სხდომის დასაწყისში, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შევიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა მის საპროკურორო საქმიანობას და კავშირში იყო მის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების შინაარსთან.…

მეტი...

„პოლიტიკური აღმასკომის სხდომა“ შოთა ხაბარელმა დატოვა

„სპორტული აღმასკომი“ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს დახურულ კარს მიღმა განიხილავს. სხდომა, სადაც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, აღმასკომის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელმა, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი შეფასებით, შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც აქამდე შექმნილა. „მათ“ რეალობის შეგრძნება დაკარგეს. „მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ არც ერთს არ…

მეტი...