სოფელ ხეკორძში მისასვლელი გზის დაგების პირველადი სამუშაოები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – ორმოული ამოვსება, სანიაღვრეების მოწესრიგება, მოშანდაკება და ასფალტის საფარის დაგება.

ზოგიერთ სოფელში უკვე დასრულებულია ეს სამუშაოები, ნაწილში ახლაც მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ სოფლებში მომავალში განხორციელდება. ამჯერად საუბნო გზები სოფელ ძეგვში კეთდება.
როგორც “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, დასრულდა სოფელ ხეკორძში მისასვლელი გზის დაგების პირველადი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 2 კმ-ის სიგრძის გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს Georgian build -ი აწარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით. გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მცხეთის მერიის ინფორმაციით, გზების მშენებლობაზე კიდევ რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული.

მსგავსი თემები