“თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში” – „პატრიოტთა ალიანსის“ ულტიმატუმი ხელისუფლებას

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტული ალიანსის” წევრებმა, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში არიან, პროტესტის ნიშნად კომისია დატოვეს და პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენეს, – ან გამოიძიონ ყოფილი ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებები, ან ახალი კომისია შექმნან, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. “ძვირფასო პროკურატურავ, იმის ნაცვლად რომ ბოკერია დაიბაროთ, ის აქეთ გიბარებთ” – ამ სიტყვებით დატოვა დროებითი საგამოძიებო კომისია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ.   მისი შეფასებით, პარლამენტში ცინიზმისა და უნამუსობის საზღვრები გარღვეულია და “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ერთ ძალად იქცა. “მინდა ვუთხრა “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას, ბატონებო თქვენი დანამუსების დრო…

მეტი...